Sunday, December 18, 2016

დღე მეცხრე

დღეს ჩვენი პრეზენტაციები წარვადგინეთ, ძალიან კარგი და საინტერესო თემები იყო არჩეული. დიდი მადლობა ბატონ დავითს ასეთი საინტერესო დღეებისთვის.

Saturday, December 17, 2016

დღე მერვე

დღე დავიწყეთ დავალებების მიმოხილვით, შევთანხმდით რომელი დავალებებია მნიშვნელოვანი შევამჩნიე რომ რაღაცეები მაქვს კიდევ გასაკეთებელი. გავიხსენეთ როგორ გავაკეთოთ კითხვარები. ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ საქაღალდეები და ვიდეოები ჩვენს ბლოგებზე. საინტერესო პროექტია.

Sunday, December 11, 2016

დღე მეშვიდე

დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული. შეფასების და თვითშეფასების რუბრიკები ვნახეთ და განვიხილეთ. ვისწავლეთ როგორ გავაკეთოთ შეფასების რუბრიკები და ჩეკლისტები ჩვენი პროექტისთვის.PS. ბევრი სამუშაო გვაქვს.

დღე მეექვსე

განვიხილეთ დავალებები. განვიხილეთ ინტელექტის განვითარების პრინციპები. გავაკეთეთ iq ტესტები, ყველას მოგვეწონა და დავინტერესდით. ვისაუბრეთ თემების ირგვლივ. ვისწავლეთ როგორ გამოვითვალოთ რამდენად აქვს მოსწავლეს განვითარებული ნიჭი გარდნერის თეორიის მიხედვით.

Saturday, December 10, 2016

დღე მეოთხე

ვისაუბრეთ დავალებების შესახებ, შემდეგ გავეცანით Googl დოკუმენტებს ცალ-ცალკე. ვისწავლეთ Drive-ში მუშაობა საქაღალდეების შექმნა, ფაილის ატვირთვა, ჩამოტვირთვა.საინტერესოა და საჭიროა Googl-ის დოკუმენტების ცოდნა და გამოყენება სასწავლო პროცესში.

Friday, November 25, 2016

დღე მესამე

გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, ვნახეთ ძალიან ბევრი საინტერესო მასალა, რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი პროექტის დაგეგმას და განხორციელებას.
ვისწავლეთ  როგორ დავამზადო სიგელები და ბროშურები და პრაქტიკულად განვახორციელეთ.

Thursday, November 24, 2016

დღე მეორე

დავიწყეთ ინტელის სასწავლო ტრენინგის III დონე. ძალიან საინტერესოა და ინფორმაციული. გავაკეთეთ ახალი blog. გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალს და ჩვენს ელექტრონულ წიგნში გავეცანით რა არის 21 საუკუნის უნარ-ჩვევები. დავიწყეთ publisher-ში მუშაობა